12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივ...
იხილეთ სრულად
12. ჭეშმარიტად შეჰფერით ადამიანებს, რომ ჩვევები და თავიანთი მოქალაქეობა ჯეროვნად დახვეწონ, რადგან ამ მხრივ წარმატების მიღწევის შემდეგ ადვილად შეცნობადი ხდება ღვთისეულნი. მართლაც, მთელი გულითა და რწმენით ღვთის თაყვანისმცემელი მისივე წინაგანგების შესაბამისად იმორჩილებს მრისხანებასა და გულისთქმას, ვინაიდან ყოველივე ბოროტების მიზეზი გულისთქმა და მრისხანებაა
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობის...
იხილეთ სრულად
11. "ადამიანთშემქმნელად" უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს უსწავლელთა მოთვინიერება, რომ სწავლებანი და განათლება შეაყვარონ მათ. ამ სახითვე ისინიც, რომლებიც ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებითი და ღვთისთვის სათნო მოქალაქეობისკენ წარმართავენ, "ადამიანთშემქმნელებად" უნდა ითქვან, როგორც ადამიანების ჩამომყალიბებლები, რადგან უდრტვინველობა და თავშეკავება ბედნიერებაა და - კეთილი სასოება ადამიანთა სულებისათვის
10. იმისთვის, ვინც მართებულად სჯის, მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანი, სულიერი სწავლულებისა და მთელი სათნოებითი ცხოვრების გარეშე, უუბედურია, ისევე როგორც ხვედრით ღარიბი და მონა, გამშვენებული სწავლულებითა და სათნო ცხოვრებით, - ბედნი...
იხილეთ სრულად
10. იმისთვის, ვინც მართებულად სჯის, მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანი, სულიერი სწავლულებისა და მთელი სათნოებითი ცხოვრების გარეშე, უუბედურია, ისევე როგორც ხვედრით ღარიბი და მონა, გამშვენებული სწავლულებითა და სათნო ცხოვრებით, - ბედნიერი, და როგორც უცხოები იბნევიან გზებზე, ამგვარადვე ისინიც, რომლებიც არ იჩენენ გულმოდგინებას სათნებითი ცხოვრების გამო, სიამეთმოსურნეობისგან გზააბნეულნი წარიწყმიდებიან
9. რომლებიც სათნოებითი, კრძალულებითი და სასახელო ცხოვრებით მოღვაწეობას მოსურნეობენ, არ უნდა განისაჯნონ მოჩვენებითი ჩვეულებისა და გარეგანი მოქალაქეობის მიხედვით; ასეთები ხომ, ხელოვანი მხატვრებისა და მოქანდაკეების მსგავსად, საკუთრივ...
იხილეთ სრულად
9. რომლებიც სათნოებითი, კრძალულებითი და სასახელო ცხოვრებით მოღვაწეობას მოსურნეობენ, არ უნდა განისაჯნონ მოჩვენებითი ჩვეულებისა და გარეგანი მოქალაქეობის მიხედვით; ასეთები ხომ, ხელოვანი მხატვრებისა და მოქანდაკეების მსგავსად, საკუთრივ საქმეთაგან გამოაჩინებენ სათნოებითსა და ღვთისმოყვარე მოქალაქეობას და როგორც მახეს, ისე განეკრძალვიან ყოველგვარ უკეთურ სიამოვნებას
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლ...
იხილეთ სრულად
7. ის კი არ უნდა თქვას ვინმემ, შეუძლებელიაო ადამიანისთვის სათნოებითი ცხოვრების მიღწევა, არამედ - ის, რომ იოლი არ არის. არცთუ ნებისმიერისთვის არის იგი ადვილსაწვდომი, არამედ ეზიარებიან სათნოებით ცხოვრებას ადამიანთა შორის ისინი, რომლებსაც კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე გონება აქვთ. მართლაც, ჩვეულებრივი გონება ამქვეყნიურია და ცვალებადი, ავლენს რა როგორც კეთილ, ასევე უკეთურ აზრებს, რადგან იცვლება იგი ბუნებითად და ნივთისკენ გარდაიქმნება, ხოლო ღვთისმო...
4. როდესაც ქონების მოხვეჭას და მდიდრულ ცხოვრებას წუთჟამიერ ზმანებად შერაცხავ და გეცოდინება, რომ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა სიმდიდრეზე აღმატებულია ამას იღვაწებ რა შეუბრკოლებლად და ეს გექნება რა ხსოვნაში, არ იკვნესებ, არ ივ...
იხილეთ სრულად
4. როდესაც ქონების მოხვეჭას და მდიდრულ ცხოვრებას წუთჟამიერ ზმანებად შერაცხავ და გეცოდინება, რომ სათნოებითი და ღვთისსათნო მოღვაწეობა სიმდიდრეზე აღმატებულია ამას იღვაწებ რა შეუბრკოლებლად და ეს გექნება რა ხსოვნაში, არ იკვნესებ, არ ივალალებ, არავის გაკიცხავ, არამედ ყველაფრის გამო მადლობელი იქნები ღვთისა, თუნდაც ხედავდე შენზე უდარესთ სიტყვამჭევრობითა და ქონებით მოქადულებს, რადგან უბოროტესი ვნებაა სულისა სიამეთმოსურნეობაც, დიდებაც და უმეცრებაც
3. თავშეკავება, ბოროტებათდათმენა, მრთელცნობიერება, გამტანობა, გამძლეობა და სხვა ამათი მსგავსნი, აი, ეს უდიდესი სათნოებითი ძალმოსილებანი გვაქვს მიღებული ღვთისგან, რომლებიც, შეგვეწევიან რა, შეებმიან და წინ აღუდგებიან მოპირისპირე სიძ...
იხილეთ სრულად
3. თავშეკავება, ბოროტებათდათმენა, მრთელცნობიერება, გამტანობა, გამძლეობა და სხვა ამათი მსგავსნი, აი, ეს უდიდესი სათნოებითი ძალმოსილებანი გვაქვს მიღებული ღვთისგან, რომლებიც, შეგვეწევიან რა, შეებმიან და წინ აღუდგებიან მოპირისპირე სიძნელეებს. თუ ამ ძალებს გავწვრთნით და ხელთ ვიპყრობთ მათ, მეტად აღარ ჩავთვლით ისე, თითქოს რაღაც უკეთური, სამწუხარო ანდა გაუსაძლისი ხდებოდეს ჩვენთვის, გავიაზრებთ რა, რომ ადამიანურია ეს ყოველივე და დაიძლევა კიდეც ჩვენეულ სათნ...
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმ...
იხილეთ სრულად
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმრთის ნიჭი. გამოუთქმელი და მიუწვდომელი და მდიდარი სასწაული.ამიტომ უფალი, ჭეშმარიტად ღმერთი, როცა გზებზე დადიოდა, ისეთი ჩანდა, როგორიც დანარჩენი ადამიანები. ამბობდნენ: "ჭამს და სვამსო". მატყუარა და ეშმაკეული შეარქვეს. და დ...
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება...
იხილეთ სრულად
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება, შეიგნე შენი წარმომავლობა. არ დაივიწყო, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერი სხვისია! და თუკი გიბოძა ტკბილმა ქველისმოქმედმა ღმერთმა, მიაგე მას სუფთა სინდისით მისი მისთაგან, "შენნი შენთაგან".
თუკი ზეცად ახვედი და იხილე ა...
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს...
იხილეთ სრულად
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს დადგრომად ყოველნი სათნოებანი კეთილნი. დააბნელებს გონებასა კაცთასა, ვითარცა დააბნელოს კვამლმან ძლიერმან თვალნი კაცთა თვალტკივნეულთანი. სადაცა მოედების ცეცხლი ბაღნართა დიდთა, წინა კერძო სიცხე მისი განახმობს სინოტივესა და ...