სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგა... იხილეთ სრულად
ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკ... იხილეთ სრულად
გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე
ღმერთი ფრიად შეიყვარე, რომ ფრიადი მიიღო. მისი დიდი თუ მცირე სიყვარულისდა მიხედვითაა მიგება ბევრისა თუ მცირისა
იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ-ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ. და შენც გიყვარს იგი. ... იხილეთ სრულად
რასაც არ გავიღებთ ღმრთისათვის, რომ მან ისარგებლოს, იმით სხვა ისარგებლებს. ამიტომაც ღმერთი გვაძლევს მცნებას, შევიყვაროთ იგი მთელი სულითა და გულით, რათა უკეთურმა ადგილი ვერ ჰპოვოს, რომ ჩაგვისახლდეს და ჩვენში ბინა დაიდოს
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა მათ ასე დაერქმიათ მისდამი დამოკიდებულებისადმი. როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს. იხილეთ სრულად