თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება იხილეთ სრულად
თავს ნუ აღიმაღლებ ბედნიერებისას: როცა უბედურება შეგემთხვევა, დამდაბლება მოგიწევს.
ბევრს ჰგონია, რომ კაცისთვის ძნელია სულის სიდიადის შენარჩუნება იმ დროს, როცა ბედნიერი უბედურად გადაიქცევა. მე კი მგონია, რომ ყველაზე ძნელია, შეინარჩუნოს სიმდაბლე იმან, ვინც გაჭირვებული მდგომარეობიდან ბედნიერში გადავიდა.
454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე? იხილეთ სრულად
453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა იხილეთ სრულად
452. ვიღაცამ ერთ-ერთ მამას სთხოვა რომ მას ტრაპეზი ეხმია მასთან, მან კი უარი უთხრა. ხოლო სხვამ კი, მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ ლოცვა აღესრულებინათ მის სენაკში; ხოლო როდესაც ბერი მასთან მივიდა, მან აიძულა, რომ დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. ბერი დაჰყვა ძლიერ თხოვნას და დარჩა. გაიგო რა ეს იმან, ვინც პირველად სთხოვა ბერს, ფრიად დამწუხრდა. ღვთისნიერია თუ არა ეს წუხილი? იხილეთ სრულად
447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?