ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, ... იხილეთ სრულად
მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამ... იხილეთ სრულად
ვინც სიმდაბლით იდრიკება და სხვებისაგან დარტყმებს ითმენს, იგი სიმსუქნისაგან იზღვევს თავს, სულიერ სილამაზეს აღწევს, როგორც ანგელოზებს გააჩნიათ, და სამოთხის იწრო კარიბჭეში შედის.
მოსაგრეობას შევრდომილი და მეცნიერმყოფელი თავისი ცოდვიანობისა და ღვთის მოწყალებისა, და აგრეთვე მის უდიდეს კეთილშემწყნარებლობას სასოებით მინდობილი, უშიშრად და ნაკლებ სხეულებრივი შრომით აღიყვანს საკუთარ სულს სამოთხეში, თუკი მას კეთილ... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს გასამრჯელოს, ვისაც ემსახურება. ვინც ქრისტესთვის მუშაობს, მისი საზღაური ასი წილი არის და ცხოვრება საუკუნო (მარკ. 10, 30), ხოლო ვინც შავ პატრონს ემსახურება, მისთვის მისივე პატრონი ცხოვრებას უკვე... იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ... იხილეთ სრულად