უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
გაიხსენე ქრისტე გაშიშვლებული და შეურაცხ სამოსში შემოსილი და შენთვის ბრწყინვალე სამოსი არასასურველი იქნება.
გაიხსენე ქრისტე გამოქვაბულში და ჯურღმულში; და ვეღარ მოგხიბლავს დიდებულად მორთული სახლი.
ქრისტე, რომელიც მოწოდებული იქნა მეფობისათვის, განეშორა ამას, ხოლო ლანძღვასა და ჯვარზე სიკვდილისათვის მოწოდებისას, ნებაყოფლობით დათანხმდა; ამგვარად, ადამიანო, რომელსაც გსურს, ქრისტეს მიემსგავსო, მეტად უნდა გიხაროდეს შეურაცხყოფის მი... იხილეთ სრულად
შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
სიმდაბლით შემოსილი უფალი ადამიანებს გამოეცხადა, და ვინც კაცთა შორის შეიმოსავს სიმდაბლეს, იგი ღვთის მსგავსი გახდება.
დაე, ყველაფერში შენი მასწავლებელი უფალი იესო ქრისტე იყოს; გონების თვალით მჭვრეტელმა საკუთარ თავს ხშირად ჰკითხე:რას იფიქრებდა, რას იტყოდა ან გააკეთებდა ამ შემთხვევაში უფალი იესო ქრისტე?
ის არ არის ქრისტესი, ვინც ისე არ აზროვნებს და მოქმედებს, როგორც - ქრისტე