უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენ... იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს ცხოვრების საუკეთესო აპოლოგია იმ ქრისტიანის ცხოვრებაა, ვისშიც იესო ქრისტე ცხოვრობს.
რაოდენი სიდიდეა ქრისტიანულ რელიგიაში! აი, მისი არსს უმოკლესი გადმოცემა; დროის დასაბამამდე სიტყვა იყო ღმერთთან; დროის დასაბამს სიტყვამ შექმნა სამყარო; დროთა განმავლობაში სიტყვა განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის, უკანასკნელ ჟამს განკაცებ... იხილეთ სრულად
ერთი ხუცესი (ალექსანდრიის სიახლოვეს) იმყოფებოდა ურწმუნოთა გარემოცვაში, რომლებიც არა მხოლოდ ბოროტსიტყვაობას დასჯერდნენ, არამედ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როდესაც დაცინვით ეკითხებოდნენ: რა გაგიკეთათ ასეთი არაჩვეულებრივი... იხილეთ სრულად
ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.
არქიმედე მოითხოვდა, მიეცათ მისთვის საყრდენი წერტილი და სამყაროს ამოაბრუნებდა. იესო ქრისტემ დაადგინა ასეთი წერტილი და მისი მეშვეობით განაახლა მიწის პირი. ესაა რწმენა, რომლის შესახებაც თავად ამბობდა: ვისაც ექნება მდოგვის მარცვლისოდე... იხილეთ სრულად
სადაც მე ვარ, - ამბობს უფალი, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე.
გაიხსენე უფალი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დიდებით ავიდა ზეცას მეორმოცე დღეს და რომელიც ზის მარჯვენით მამისა; გაიხსენე მის მიერ ნათქვამი აღთქმა: "უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახურ... იხილეთ სრულად
გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ
გაიხსენე ქრისტე, რომლის "მუხლნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი იცვალნეს ზეთისა მიერ" (ფს. 108, 24) - და მარხვა შენთვის ტკბილი და უხვ ლხინზე მასაზრდოებელი იქნება.