თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
410. და თუ ჩემს აზრს დასამდაბლებლად ვეტყვი, რომ ის სულგრძელი მოთმინება ღვთისგან კი არ იყო, არამედ ბოროტი მხიბლავდა და ამპარტავნებაში მაგდებდა, ამით ხომ არ გავარისხებ ღმერთს, რადგან ღმერთი ყველანაირი სიკეთის წყაროა?
407. ასევე, როდესაც რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, როგორ უნდა დავიმდაბლო გონება? ან როგორ ვუსაყვედურო თავს, სიკეთის აღსრულების შემდეგ?
თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მის... იხილეთ სრულად
თვითონ დაიმდაბლე თავი, და მაშინ არ დაგჭირდება, რაიმე განსაკუთრებულმა უბედურებამ დაგამდაბლოს
თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის მძიმე ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს.
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ.
სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა.
ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლირესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს.
კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთა აყენებს გზაზე. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ. ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის. ფს... იხილეთ სრულად