წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები - წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
არც ხორციელი და არც სულიერი წყობა ყველასი ერთნაირი არ არის; ზოგისათვის უფრო მეტად სწრაფი ფსალმუნებაა შესაფერისი, სხვისთვის კი შენელებული; რადგან პირველნი გაურბიან გონების დატყვევებას, მეორენი კი უმეცრებას ებრძვიან
ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს
ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა... იხილეთ სრულად
ნეტარია ის, ვინც ლოცვის დროს ისე დგას ღვთის წინაშე, როგორც მეფის წინაშე შიშით დგანან მხედრები
თუკი მეუფეს გამუდმებით ევედრები შენი მტრებისათვის, როდესაც ისინი მოვლენ, იმედიანად შეგიძლია იყო, დიდად არ დაშვრები, თვითონვე განგერიდებიან; რადგან არაწმინდა სულებს არ სურთ იმის ხილვა, თუ მათთან ბრძოლის შედეგად როგორ მოიპოვებ გვირგ... იხილეთ სრულად
ლოცვის დროს თვით სულიერ და საჭირო საქმეებსაც კი ნუ გამოიძიებ; ასე თუ არ იზამ, უმჯობესს დაკარგავ
ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღმრთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს