წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი | გამონათქვამები
სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს.
უმჯობესია კარგი იყო და სხვის თვალში ცუდად დარჩე, ვიდრე კეთილი სახელი გქონდეს და ადამიანთათვის დარჩე მატყუარა კუბოდ, რომელიც სავსეა გახრწნილი ცხედრების სიმყრალით, გარედან კი თეთრად ბრწყინავს და თვალისთვის სასიამოვნო ფერები აქვს.
სიმდიდრის მოყვარულთა ბიწიერება ისეთია, რომ არაფრით შემოიფარგლება, ითხოვს რაც შეიძლება მეტს, იგი იმით მკურნალობს დაუოკებელ წყურვილს, რომ განუწყვეტლივ სვამს.
როცა ოქრო ლაპარაკობს, მაშინ ყველა სხვა დიდება უმოქმედოა. მას შეუძლია ადამიანის დარწმუნება, თუმცა კი ენა არ გააჩნია.
ადამიანები თავიანთ საქმეებში დაყოვნებული მსაჯულნი არიან, სხვისაში კი - სწრაფნი.
ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.