ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის. ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა

ადამიანი გულლბილი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთზე ფიქრობს, არამედ მაშინაც, როცა ესმის ან კითხულობს მის სახელს. მაშინ გული დათამაშებს და ამ წმინდა სახელს უაღრესი მოკრძალებით ეამბორება. ასევე მოქმედებს მასზე ქრისტეს ან ღვთისმშობლის სახელი: ამ დროს მისი სული შინაგანად ტკბება. ადამიანი გულლბილი ხდება არა მხოლოდ მაშინ

ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივართ და მათ ხშირად შრომით ვალდებულებად მივიჩნევთ. ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ

იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: "როგო იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც საკვირველი და უსახელოა, მის სახელს არ გეტყვი, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ! იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ

უფლისათვის და ღვთისმშობლისათვის ყველა ფული როდია სასურველი და მისაღები, არც ყველა ფული არ მოხვდება ჩემს სავანეში. შენ მხოლოდ აიღე, მომცემი ბევრია, ყველა ფულს როდი შეიწირავს ღვთისმშობელი, გააჩნია როგორია ეს ფული, შეურაცხყოფილი, ცრემლიანი და სისხლიანი ფულიც არსებობს! ასეთი ფული ჩვენ არ გვჭირდება უფლისათვის და ღვთისმშობლისათვის ყველა ფული

თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და ყრმობის ასაკიდან გარდატეხის ასაკად წოდებულ პერიოდამდე და მერეც თავაზიანი და თავშეკავებული ფორმებით შეასწავლოს შვილს ცხოვრების კულტურა. იშვიათად უნდა მიმართოს ე.წ. დასჯის მეთოდს. დიდებულად შენიშნავს წმ. ამბროსი მედიოლანელი: "სიმკაცრესთან ყოველთვის შეერთებული უნდა იყოს შემწყნარებლობა და ალერსიანობა". თითოეული მშობლის მოვალეობაა, ბავშვობისა და

მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩებზე, კარგად დაიმახსოვრეთ ეს. დეკორაცია ღმერთს არ უყვარს. ქრისტე უბრალო კაცი იყო. ერთი პერანგი ეცვა, ღვთისმშობლის მოქსოვილი, რომ დაეხეოდა ის პერანგი, ღვთისმშობელი გაუკერავდა. როცა მაცხოვარი პატარა იყო, თამაშობდა და თან დურგლობას სწავლობდა. მამამისს ეხმარებოდა. მეც მინდოდა ქრისტესთვის მიმებაძა და ამიტომ დურგლობა შევისწავლე. მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩებზე

ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა. ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის

მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის. მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო

კათოლიკური ხატების დაწვა ან დამარხვა არ შეიძლება, მაგრამ რადგან მართლმადიდებლური არ არის, სჯულის კანონის მიხედვით, ტაძარში მათი შეტანაც აკრძალულია. შეგვიძლია სახლში გვქონდეს, მხოლოდ მათ წინაშე ლოცვის გარეშე, რადგან ის უკვე ხატი აღარ არის, სურათია. თქვენი მშობლის სურათი რომ გქონდეთ და ვიღაცამ მასზე რაიმე შეცვალოს, ოღონდ არა ბიწიერად, ამის გამო სურათს ხომ არ დაწვავთ? რაც კარგი აქვს, იმით გაგვახსენდება. კათოლიკური ხატების დაწვა ან დამარხვა არ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3