სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


ეკლესია ყველას აძლევს განწმენდის საშუალებას

ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწორონ ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

„შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 3, 2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ, ამავე დროს, არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ. შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები

მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „ნეტარ არს, რომელსა არა შეერაცხა ცოდვები“ (ფს). მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!

იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.
გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა.
ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა.
მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!
თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში. რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

შევინანოთ, რათა უფლისაგან ცოდვათა შენდობა მივიღოთ და მის წინაშე მადლი ვპოვოთ შევინანოთ, რათა უფლისაგან ცოდვათა შენდობა

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს, და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა. ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

უფლის პასექი ბოროტების სიკეთით შეცვლაა

დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისთვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბბა ევაგრე, რომ უფლის პასექი ბოროტების სიკეთით შეცვლააო. დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია. ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას.

image
image თემა: სინანული
ავტორი: ილია II

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2