ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
თ. 10-11
ჩვენ ყველამ ვიცით და ვამბობთ, რომ ადამიანი ხშირად საკუთარ თავს არ ჰგავს - რომ აზრები, გონება, ხასიათი და ყველა ჩვენი სულიერი ნიჭი გრძნობს გავლენას იმ გარემოებებისა, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული; ჩვენ კი როგორ განვსჯით ადამიანებს? მხოლოდ ერთი საქმით, მხოლოდ ერთი დღით!
რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ.