ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რა უნდა ვიცოდეთ საუბრების შესახებ?
საუბრები ძალზე საშიშია: როგორი სულისკვეთებით და მიმართულებით საუბრობ, რა დროს და, სახელდობრ, რას და რა მიზნით ამბობ... ლაპარაკის მოყვარულს ყოველთვის ეს უნდა ახსოვდეს, მდუმარეს კი უკვე შეუსრულებია მცნება (წმ. დიმიტრი როსტოევლი).
საუბრები ძალზე საშიშია: როგორი სულისკვეთებით

რას გადააქვს ჩვენი ყურადღება ღვთის ხსოვნიდან?
ჩვენი ყურადღება ღვთის ხსოვნიდან გადააქვს ჩვენს საუბრებს (განსაკუთრებით ერის ხალხთან).
ჩვენი ყურადღება ღვთის ხსოვნიდან გადააქვს

როგორ ამოვდოთ ლაგამი ჩვენს ენას?
განმარტოება - აი, ენის ასალაგმი წამალი.
განმარტოება - აი, ენის ასალაგმი წამალი

რას უშვრება ადამიანს ფუჭი მეტყველება?
ფუჭი მეტყველება ადამიანს აჩვევს შეპასუხებას, აზარმაცებს, უკარგავს ღვთის შიშს და უსასტიკებს გულს.
ფუჭი მეტყველება ადამიანს აჩვევს შეპასუხებას

რით შემოდის ჩვენში განკითხვის ვნება?
კარი, რომლითაც ჩვენში განკითხვის ვნება შემოდის, არის ცუდუბრალო საუბრები.
კარი, რომლითაც ჩვენში განკითხვის ვნება

პასუხს აგებს თუ არა ადამიანი ღვთის წინაშე ამაო დუმილისათვის?
წმიდა ამბროსი ამბობს, თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ ამაო მეტყველებისათვის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამაო დულისთვისაც არ დავისაჯოთ.
წმიდა ამბროსი ამბობს, თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ

როგორია შეგონება სულიერ მარხვაზე?
დაე, ხელებმა იმარხულონ ქურდობისა და არასუფთა შემოსავლისაგან, ფეხებმა იმარხულონ სანახაობებზე სიარულისაგან; დაე, იმარხულონ თვალებმა, რომ არ მიაჩერდნენ სხვის სილამაზეს, იმარხულოს სმენამ განკითხვისაგან, უქმადმეტყველებისა და ლანძღვისაგან. რა სარგებელია, როდესაც თავს ვიკავებთ პატარისაგან და ადამიანს კი ჩვენი ენით ვჭამთ.
დაე, ხელებმა იმარხულონ ქურდობისა და არასუფთა

როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი უადგილო სიცილი ღვთის ნების საწინააღმდეგო არაა? მაშინ, როდესაც განკაცებული უფალი ჩვენი არა მხოლოდ არასოდეს იცინოდა, არამედ გარდა ამისა, ოთხჯერ იტირა კიდეც და თავის სწავლებაში თქვა: "ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით" (ლუკა 6, 25). ბასილი დიდი თავის კანონებში მონაზონთა შესახებ განსაზღვრავდა ერთკვირიან უზიარებლობას სიცილისათვის, უადგილო საუბრებისათვის ანდა სახუმარო სიტყვებისათვის: "თუ ვინმე ენამახვილობს ანდა უადგილოდ იცინის, ერთი კვირით უზიარებელი იყოს". როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი უადგილო

ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: "ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მატე 12, 36). ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ


ამაოდმეტყველება და სულიერი საუბარი

მოხუცებული კასიანე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მარხულობდა, ერთ ბერს სულისათვის სასარგებლოზე ესაუბრებოდა. რადგან მათი საუბარი საკმაო ხანს გაგრძელდა, ბერმა თვლემა დაიწყო. ღირსი კასიანე შეწუხდა ღვთის მიმართ ბერის დაუდევრობის გამო და მოისურვა, მის წინაშე მაცდური სულის ქმედება გაემჟღავნებინა. მან ისეთი საუბარი დაიწყო, რაც მხოლოდ მხიარულად დროის გატარებას შეეფერებოდა... უეცრად ბერმა გამოიღვიძა და ყურისგდება დაიწყო, რათა არცერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. მაშინ კასიანემ მძიმედ ამოიოხრა და ბერს უთხრა:
-რა საბრალონი ვართ! სანამ ზეციურზე ვსაუბრობდით, ჩვენი ყურადღება თვლემამ გაფანტა; როგორც კი ბაგეებს მხიარული სიტყვა მოსწყდა, გამოვიღვიძეთ და ძილმაც გადაიარა.
ამ განსწავლით გულის სიღრმემდე შეძრული ბერი მის შემდეგ მუდამ ევედრებოდა უფალს, რათა აღარასოდეს ჩასძინებოდა სულიერი საუბრის დროს და მეყსეულად ღრმა ძილი მოევლინა მისთვის, როგორც კი ამაოდმეტყველება შემოეპარებოდა ანდა სხვისი სახელის აუგად ხსენებას დაიწყებდა.
ჩვენც, ამ დაუდევარი ბერის მსგავსად, ზნეობრივი განსწავლის ნაცვლად, ყველაფერ ამქვეყნიურს სიამოვნებით ვუსმენთ, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბერი გამოსწორდა, ჩვენ კი, უმეტესწილად, როგორც ვცხოვრობთ, ისევე ვკვდებით. მოხუცებული კასიანე, რომელიც მთელი ცხოვრების

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

2