გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები
გემოთმოყვარება - ციტატები, გამონათქვამები გემოთმოყვარება, გამონათქვამები, ციტატები
ჭამადის ნდობამ ურჩობა შვა, ხოლო დამატკბობელმა გემოსხილვამ გამოჰხადა სამოთხიდან. მრავალფასეული ჭამადი სასას ატკბობს, მაგრამ იმავ დროს, თავშეუკავებლობის დაუძინებელ მატლს ასაზრდოებს. შეთხელებული მუცელი ლოცვაში სიფხიზლისთვის ამზადებს, გამაძღარი კი ღრმა ძილს ჰგვრის. მშრალი მარხვის ჟამს აზრი ფხიზელია, ფუფუნებით ცხოვრება კი უფსკრულსი კარგავს გონებას. მმარხველის ლოცვა - მაღლა მოფარფატე არწივის მარტვეა, მაყროვანებით დამძიმებული მემთვრალის ლოცვა კი თავდაღმა მიექანება. მმარხველის გონება მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავია, ლოთის გონება კი - წყვდიადია უმთვარო გამეში. ნისლი მზის სხივებს ჰფარავს, მიღებული ჭამადის ოხშივარი კი გონებას აბნელებს
ნაყოფიერების დასაბამი ყვავილია, ხოლო მოღვაწეობისა-თავშეკავება. ის ვინც სტომაქს იმორჩილებს, ვნებებს ძალას უკარგავს, ხოლო დანაყრების სურვილით ძლეული ძალას ჰმატებს გემოთმოყვარებას. ცეცხლისათვის - შეშაა საჭმელი, ხოლო მუცლისათვის საზრდელია - ჭამადი. ბევრი შეშა დიდ ცეცხლს აალებს, ხოლო ჭამადის სიმრავლე გემოთმოყვარებას კვებავს. საწვავი ნივთიერების კლებასთან ერთად ცეცხლი კლებულობს, ხოლო ჭამადის სიმწირე გემოთმოყვარებას ასუსტებს