მტრობა - ციტატები, გამონათქვამები

მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მტრისთვის მიტევება სისუსტის კი არა - უდიდესი სულის ნიშანია მტრისთვის მიტევება სისუსტის კი არა - უდიდესი

მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფეველისაკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქმნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლობელნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი! მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა

უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ. უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს

მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია. მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა

იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის მრისხანებას მოაწევს ჩვენზე. იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა

საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის ცილისწამებითაც უნდა ისარგებლო საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის

ჩვეულებრივი ადამიანები კმაყოფილდებიან იმით, რომ ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ მტრებს; გონიერთ კი მათგან სარგებლის მიღება შეუძლიათ. ჩვეულებრივი ადამიანები კმაყოფილდებიან იმით

შენი მტერი შენი ექიმია შენი მტერი ექიმია

იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი მავნებელია, თუმცაღა ისინი ავადმყოფობისაგან კურნავენ, ასევე ჩვენს მტრებსაც, რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ თავისთავად, მხსნელი ზემოქმედება აქვთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობების მიმართ. იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი

მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ დანაშაულს არ ამცირებს. ასე რომ, მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და მაშინ რამდენ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს შენი მტერი. მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს

მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2