შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სი... იხილეთ სრულად
მთავარია, ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი გავხდეთ უფლის წყალობისა, და იესო ქრისტეს იმედმიხდილ, დაუძლურებულ მოწაფეთა მსგავსად, აღგვადგინოს, განგვაცხოველოს და განგვაბრწყინოს უფლის მადლმა და ძალამ.
თუ ადამიანი ღვთის და მისი სიმართლის გარეშე ცხოვრობს, მაშინ შრომა მისი ამაო არს, უკურთხებელია იგი უფლისაგან.
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნა... იხილეთ სრულად
დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.
მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან.