ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზ...
იხილეთ სრულად
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ.
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტ...
იხილეთ სრულად
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშო...
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურ...
იხილეთ სრულად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი". სხვა ადგილას კი...
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არ...
იხილეთ სრულად
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ. სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი. ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხო...
საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობი...
იხილეთ სრულად
საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელიბისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებ...
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდი...
იხილეთ სრულად
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა.
მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებ...
იხილეთ სრულად
მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გ...
"საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა" (ესაია12,5)საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:"მშვიდობა...
იხილეთ სრულად
"საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა" (ესაია12,5)საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:"მშვიდობა თქვენთანა", - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, ...
ვის არ უნდა, რომ საკუთარი შვილი კარგად აღზარდოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან ცოტას თუ ესმის, როგორი სული შეესატყვისება თანამედროვეობას. ჩვენი ეპოქა ტექნიკის სულით არის გაჯერებული, სახელმწიფო გადატრიალებებით, მოჩვენებითი...
იხილეთ სრულად
ვის არ უნდა, რომ საკუთარი შვილი კარგად აღზარდოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს, რადგან ცოტას თუ ესმის, როგორი სული შეესატყვისება თანამედროვეობას. ჩვენი ეპოქა ტექნიკის სულით არის გაჯერებული, სახელმწიფო გადატრიალებებით, მოჩვენებითი ჰუმანიზმით, ნელ-თბილი სარწმუნოებით, ბოროტებასთან ფარული კავშირით. ჩვენ კი სულ სხვა სული მოგვეთხოვება, უფლის მიერ აღძრული, სული ბოროტების წინააღმდეგ მეამბოხე. აღზრდაში ეს ახალი სული უნდა შევიტანოთ, ქვეყნიერებამ თავისუფლა...