ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია აგრეთვე შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული მასზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა), პირდაპირ ... იხილეთ სრულად
ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.
ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას...
თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.
მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს.
კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრება... იხილეთ სრულად