ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მია...
იხილეთ სრულად
ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მიახლოებისთვის.
ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან, გვეუფლება საკუთარი უღირსების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამი...
იხილეთ სრულად
ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან, გვეუფლება საკუთარი უღირსების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.
საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, ...
იხილეთ სრულად
საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, რომ განგწმინდოს, შვილობისა და ცათა სასუფევლის თანამკვიდრობის ღირსი გაგხადოს.