ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად. მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინა... იხილეთ სრულად
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდ... იხილეთ სრულად
ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
საღვთო საიდუმლოს დიდი სინანულით, შემუსვრილებით და საკუთარი ცოდვის განცდით მიეახლე. დიდია ღვთის მოწყალება, რომ ინება შენში შემოსვლა, არ ეზიზღება შენი ცოდვების სიმრავლე, არამედ თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და ლმობიერების გამო მოდის, ... იხილეთ სრულად
შეეცადე, რაც შეიძლება ხშირად ეზიარო. ამაში თავისუფლებას გაძლევ, რადგან საღვთო ზიარება ცოდვის წინააღმდეგ მებრძოლისთვის საუკეთესო შეწევნაა.