ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით, ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავი...
იხილეთ სრულად
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით, ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის სწორთან ურთიერთობა, სურვილი კლავს, დაამციროს იგი; აღიზიანებს დაბალი მდგომარეობის ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი, ეშინია, მას არ გაუტოლდნენ, ან მასზე მეტად არ დაწინაურდნენ.
link
სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია.
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივ...
იხილეთ სრულად
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივით სარგებლობს. შურს მრისხანება ახლავს. ფარული მრისხანება კი დროდადრო ამოხეთქავს და გააშიშვლებს მოწყლული გულის მთელ უმსგავსოებას, თავისმოყვარეობის შხამით რომ არის გაჯერებული. თავისმოყვარეს არც ღმერთი უყვარს და არც ადამიან...
link
კეთროვანის მიმართ განა ვინმეს შური აღეძვრება? ცხადია არა. რატომ შურთ ზოგჯერ ბოროტი ადამიანის, მაშინ როცა ბოროტება სნეულებაა, საშინელი კეთრი. კეთრი ხორციელი სნეულებაა, ბოროტება კი - სულიერი.
შური ყოველთვის არ გამოაჩენს თავის ჭეშმარიტ სახეს
შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, ...
იხილეთ სრულად
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გა...
link
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველ...
იხილეთ სრულად
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს" (წმ. კვიპრიანე....
link
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენ...
იხილეთ სრულად
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენისა.
link