შური - ციტატები, გამონათქვამები
შური - ციტატები, გამონათქვამები შური, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, ... იხილეთ სრულად
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველ... იხილეთ სრულად
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენ... იხილეთ სრულად
შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავ... იხილეთ სრულად
შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება; იშვიათად თუ ვინმეს შეშურდეს ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისი, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მ... იხილეთ სრულად
ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
როდესაც სიმდიდრეს, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
ნუ ცდუნდები, თუ ვინმეს სიმდიდრეს, ფუფუნებასა და დიდებულებას დაინახავ, რამეთუ სიკვდილის შემდეგ თან ვერავინ ვერაფერს წაიღებს. სად არის ახლა სოლომონის სიმდიდრე, ფუფუნება და დიდება?