ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
გულის სიწმინდე გონების ბოროტი აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა. სწორედ მათგან იღებს სათავეს ის ბოროტი და ვნებიანი გრძნობები, რომლებიც სხეულს ვნებით აღაგზნებს. შესაბამისად, სულიც და ხორციც იბილწება და გარკვეულწილად იკარგება ორივე... იხილეთ სრულად
უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამ... იხილეთ სრულად