სამშობლო, პატრიოტიზმი - ციტატები, გამონათქვამები
სამშობლო, პატრიოტიზმი - ციტატები, გამონათქვამები სამშობლო, პატრიოტიზმი, გამონათქვამები
არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველანი გზაში ვართ და ჩვენს სამშობლოში ვბრუნდებით, ვინ - მხრებზე შულდაკით, ვინ - ოთხმაგი სიმკვირცხლით, მაგრამ ყველა ერთ კარში შევალთ
საბრალოა ის ადამიანი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სახლი თავის სამშობლოში აიშენოს, უცხო ქვეყანაში აშენებს მას და არაფერს იმზადებს მამულისთვის, რომელშიც უნდა იცხოვროს!
მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს.
მთებით, ტევრებით მივყავარ განგების უხილავ ხელს, ოღონდ კი ჩემს ზეციურ სამშობლოში მიმიყვანოს.
... ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია. დასვენება იქ იქნება. აქ განდევნილობაა, იქ - ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო
ცხონების გზა ვიწროა, მაგრამ მაღალი სამშობლოსაკენ, ზეცისაკენ მივყავართ. თუ გსურს, ამ სამშობლოს მიაღწიო, ამ გზით იარე.
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლებაა და ტყვეობა
სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.
წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა
მამულისათვის თავის დადება!..
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.