პირფერობა - ციტატები, გამონათქვამები
რა არის პირფერობა? - როცა ადამიანი მსჯელობს და იქცევა არა სიმართლის სახელით, არამედ ვინმე პიროვნების საამებლად.
პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს, სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.
ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს, რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28,15).
იქნებ რომელიმე ისე ცდილობს ასიამოვნოს ადამიანს, რომ ხშირად ავიწყდება თავის მოვალეობა ღმრთის წინაშე. ჩვენს დროში ხომ თვით დედები პირფერობენ შვილებთან და მათი გულის მოსაგებად ავიწყდებათ მთავარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღ... იხილეთ სრულად