ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები
ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები ერი, სახელმწიფო, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე
შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა.
მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.
მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას. ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი ... იხილეთ სრულად
ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულა... იხილეთ სრულად
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა - აქვს თავისი ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს,... იხილეთ სრულად
კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისაგან უნდა აიღონ. სახელმწიფოში კი ყოველ მის მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი შრომის აუცილებლობა საერთო დოვლათის შესა... იხილეთ სრულად