სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები სიღარიბე, გამონათქვამები, ციტატები
როცა ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რამდენიც შენ გინდა, ან შენს თავს სხვებს ამჯობინებს, ამით ნუ განაწყენდები, თავი უღირსად მიიჩნიე ამ ძღვენისა, იმითაც კმაყოფილი იყავი, რაც გაქვს, ადიდე შემოქმედი უფლის განგება, რამეთუ იგი ყოველთვის წმიდ... იხილეთ სრულად
ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ - და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით.
უსაზღვრო სურვილებით აღსავსე ადამიანი ღატაკია სიმდიდრეშიც კი, ზომიერი ადამიანი კი მცირედითაც მდიდარია.
ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა. ასევე, მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს.