მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები
მეგობრობა - ციტატები, გამონათქვამები მეგობრობა, გამონათქვამები, ციტატები
ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს, რომელიც მზის საათებში ჩამოწვება ხოლმე. იგი მხოლოდ კარგ ამინდშია, ღრუბლების გამოჩენისთანავე, ანდა წვიმიან ამინდში, მეყსეულად ქრება.
მერცხლები ზაფხულში ბრუნდებიან, ზამთარში კი მიფრინავენ; ეს ცრუ მეგობრობის გამოხატულებაა. ცხოვრების სიხარულიან დღეებში ისინი ერთგულნი არიან, ხოლო თუ ბედნიერება ზურგს შეგაქცევთ, ისინი მიფრინავენ.
მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული
მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? რა შეიძლება იყოს უფრო მანუ... იხილეთ სრულად
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.