მხილება - ციტატები, გამონათქვამები
ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.
39. ნუღარ ამხელ მას, ვინც თავი დაანება ცოდვას და შეინანა. თუ ამბობ, რომ ღმერთის სახელით ამხილებ, მაშინ თავდაპირველად საკუთარი ცოდვები აღიარე
38. სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით
211. თუ წილად გხვდება ძმათა მბრძანებლობა, დაიცავი შენი მოვალეობა და შემოპასუხების შიშით არ შეიკავო თავი იმის თქმისგან, რაც საჭიროა, რადგან ვინც შეისმენს, საზღაური გექნება მისი სათნოების გამო, ხოლო ვინც არ შეისმენს, ყოვლითურთ მიუტე... იხილეთ სრულად
183. ვინც ღვთის შიშით შეაგონებს ან განსწავლის ცოდვილს, თავის თავს მოუპოვებს ცთომილების მოპირისპირე სათნოებას, ხოლო ვინც ავმეხსიერია და ბოროტგანზრახულად კიცხავს ვისმე, სულიერი რჯულის თანახმად იმავე ვნებაში შთაეკვეთება.
178. ვინც შენს მორჩილებაში არ არის, პირისპირ ნუ წარმოუჩენ მის ცთომილებას, რადგან ამგვარი რამ უფრო უფლებამოსილების საქმეა, ვიდრე შეგონებისა.