უბრალოება - ციტატები, გამონათქვამები
ვნახე უბრალონი, რომელთაც მზაკვართაგან მზაკვრობა ისწავლეს და როდესაც ეს ბუნებად ექცათ, დაიღუპნენ
რამდენადაც უბრალონი ადვილად გადაიქცევიან მზაკვრებად, იმდენად მზაკვარნი ძნელად მოიპოვებენ უბრალოებას
მაგალითი და სახე ჭეშმარიტი უბრალოებისა გახდა ანტონი დიდის მოწაფე ნეტარი პავლე, რადგან მცირე დროში ასეთი წარმატებისათვის სხვას არავის მიუღწევია და ვერც მიაღწევს
უბრალო მონაზონი პირმეტყველი ცხვარია და თავისი ტვირთი მთლიანად მოძღვრის მხრებზე გადაუდვია მას
როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს