თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი. ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.
მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა.
წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ... იხილეთ სრულად
სიყვარული და თავმდაბლობა - ეს ის თვისებანია, რომლითაც შემკული უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანს შეიძლება მაღალი თანამდებობა ჰქონდეს ან გამოირჩეოდეს მეცნიერული მოღვაწეობით, მაგრამ ჭეშმარიტად დაფასებული იგი მაშინ ... იხილეთ სრულად
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. „რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხს ... იხილეთ სრულად
თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
მშვენივრად წერს წმინდა იოანე დამასკელი: „კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სი... იხილეთ სრულად
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი, საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.