უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს მოწინააღმდეგე ის არის, ვინც არათუ სწავლებით, არამედ ცხოვრებით ეწინააღმდეგება მის სიტყვას.
ვისაც სურს, იესო ქრისტეს მსგავსი იყოს დიდებაში, იგი მას უნდა ემსგავსებოდეს ცხოვრებითაც
ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც.
ბოლომდე დაითმინე ქრისტესთან ერთად და ქრისტეს გულისათვის, თუკი გსურს, ქრისტესთან ერთად იმეფო.
თუ ქრისტემ, უდანაშაულომ, ჩვენი დანაშაულის გამო ინება, აეტანა მწუხარება და სიკვდილი: ნუთუ შენ მორჩილებით არ აიტან შეუდარებლად ნაკლებ მწუხარებას, რომელიც უეჭველად უფლის წინაშე ჩადენილი რაიმე დანაშაულის გამო მოგეგო, მაშინ, როცა შეიძლ... იხილეთ სრულად
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავის მეფის - ჯვარცმულისათვის.
არაფერია იმაზე მეტი დიდება, ვიდრე იესოსთან უპატიო მდგომარეობის გაზიარება
"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა განზადებულო სურვილით აღსავსე სულისათვის! - მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრ... იხილეთ სრულად