ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
მწუხარებებს შეუძლიათ, "სატანისგან ღვთისკენ მოაქციოს" (საქ. 26, 18) ყველაზე ჯიუტი ცოდვილიც კი, თუ მან ბოლომდე არ ჩაახშო საკუთარ თავში ზნეობრივი გრძნობები.
ცოდვამ ადამიანი ნეტარ ცხოვრებას მოსწყვიტა და მისი მიწიერი ცხოვრება დევნულებად აქცია. ქრისტე ქვეყნიერების მაცხოვარი უღებს კარს მის ყველა მიმდევარს და ეკლესია, რომელიც მისი მეუფების მშვენიერებას გვაჩვენებს, ჩვენს ცხოვრებას ზეციური მ... იხილეთ სრულად
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხი... იხილეთ სრულად
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა.
ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება.
ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი.