თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
თვითონ დაიმდაბლე თავი, და მაშინ არ დაგჭირდება, რაიმე განსაკუთრებულმა უბედურებამ დაგამდაბლოს
თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის მძიმე ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს.
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ.
სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა.
ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლირესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს.
კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთა აყენებს გზაზე. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ. ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის. ფს... იხილეთ სრულად
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. იხილეთ სრულად
სულით გლახაკი მუდამჟამს უდიდესი სიმდაბლითა და შემუსვრილი გულით შესცქერის თავის არარაობას, მას მარად თვალწინ უდგას საკუთარი სულიერი წყლულები.