ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით ა... იხილეთ სრულად
თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავის თავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმობს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს.
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.
ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ამპარტავანთ ფიცხელი და უდრეკი ბუნება აქვთ. მათი მუდმივი სურვილია, თავიანთი ნება დააწესონ და დაამტკიცონ.
ყველა ცოდვა საძაგელია ღმერთის წინაშე, მაგრამ მათ შორის სწორედ ამპარტავნებაა უსაძაგლესი.
ყველა ნაკლოვანებას თავისი ძალა აქვს მხოლოდ უკანონობაში, ამპარტავნებისა კი სათნოებებშიც უნდა გეშინოდეს.
ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდობა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმა... იხილეთ სრულად
ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.
უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი,... იხილეთ სრულად
სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ამპარტავნება.