განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი? - ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფ... იხილეთ სრულად
ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.
ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ ხედავს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, თითქოს ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, ს... იხილეთ სრულად
როგორც თქვა ერთმა ღვთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, - ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის
ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ (იგავ. 14,28).
მოთმინების მძიმე ღვაწლში რწმენა ერთადერთი ნათელი სხივია, რადგან მოთმინება ნუგეშის გარეშე გაუსაძლისი ხდება. რწმენა კი ამ ბნელეთში სხივმოსილი ვარსკვლავია. იგი ტანჯვის სიმძიმეს ამსუბუქებს.