ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის. „ვინც უყვარს უფალს, მას...
იხილეთ სრულად
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.„ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები“ (ებრ. 12, 6. 8), - გვასწავლის პავლე მოციქული.
ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება, ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს ა...
იხილეთ სრულად
ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება, ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ მარადიული.
რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მით უმეტეს, ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი? - ეს, მართლაც, ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყვე...
იხილეთ სრულად
რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მით უმეტეს, ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?- ეს, მართლაც, ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფ...
ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.
ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ ხედავს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, თითქოს ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, ს...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ, როცა ადამიანს მწუხარება ეწვევა, იგი იმდენად იბნევა, რომ ხსნას ვეღარ ხედავს. მის წარმოდგენაში ისე მძიმდება გარემო, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავს. ურწმუნოების გამო ჰგონია, თითქოს ამით განსაცდელისაგან იხსნის თავს, სინამდვილეში კი სულს სწირავს მარადიული ტანჯვისათვის, რადგან თავისი ნებით აბარებს მას ეშმაკს. თვითმკვლელისათვის (თუ იგი შეურაცხადი არ არის) ლოცვაც კი არ შეიძლება, არ შეიძლება პანაშვიდის გადახდა და წესის აგება. უნდა გვახსოვ...