თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა.
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.
როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.
ჰოი, სანეტარო ღმრთიურო სიმდაბლევ, შენ მოდრიკე ცანი და გარდამოხედ, შეიქმენ ადამიანად და ქვეყნიერების ცოდვები მიამსჭვალე ჯვარს. განკრთების გული ჩემი, რაი ძალმიძს წარვთქვა შენი დიდებულების შესახებ?
ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
თ. 22-23
წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ ს... იხილეთ სრულად
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
ძველი ცოდვების გახსენება კარგი აღვირია ჩვენი დამდაბლებისა და გონზე მოყვანისათვის.
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4