სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო, მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც რომ არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და იმ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: "განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?" და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკლეობას, რომელმაც ჩემში იმძლავრა. არასდროს არ მავიწყდება ეს ხმა, ისეთი ტკბილი, რომ მყისვე გაქრა განსაცდელი და მთელი სულმოკლეობა ერწმუნე იმას, რასაც ახლა გეტყვი. ერთხელ

გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე იგი

ღმერთი ფრიად შეიყვარე, რომ ფრიადი მიიღო. მისი დიდი თუ მცირე სიყვარულისდა მიხედვითაა მიგება ბევრისა თუ მცირისა ღმერთი ფრიად შეიყვარე, რომ ფრიადი მიიღო. მისი

იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ-ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ. და შენც გიყვარს იგი. მას პირველს უყვარხარ და გაღვრის თავის მადლს. და ჩვენც ჩვენთაგან "შენთა შენთაგან" ვაძლევთ იმისათვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და

რასაც არ გავიღებთ ღმრთისათვის, რომ მან ისარგებლოს, იმით სხვა ისარგებლებს. ამიტომაც ღმერთი გვაძლევს მცნებას, შევიყვაროთ იგი მთელი სულითა და გულით, რათა უკეთურმა ადგილი ვერ ჰპოვოს, რომ ჩაგვისახლდეს და ჩვენში ბინა დაიდოს რასაც არ გავიღებთ ღმრთისათვის, რომ მან

ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა მათ ასე დაერქმიათ მისდამი დამოკიდებულებისადმი.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმინდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა სიყვარული

ვინც საკუთარი უძლურება შეიცნო, მან უფლის შიში მოიპოვა და ვინც ამ შიშით ივლის, იგი სიყვარულის ბჭეს მიაღწევს ვინც საკუთარი უძლურება შეიცნო, მან უფლის შიში

აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული. პირველი აღგამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულს შემოგიდგება და დაცემის საშუალებას არ მოგცემს, რადგან "სიყვარული არასადა დავარდების" აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული.

სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა ცნობილი და მათთვისაც არასრულად, - მხოლოდ მათი ნათლის შესაბამისად სიტყვა - სიყვარული მხოლოდ ანგელოზებისთვისაა

სიყვარული ღმერთია; ხოლო, ვისაც მისი სიტყვით გადმოცემა სურს, იმ ბრმას ჰგავს, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას ცდილობს სიყვარული ღმერთია; ხოლო, ვისაც მისი სიტყვით

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2