უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ჯობს სიღატაკის მოთმენა და ქრისტესთან ყოფნა, ვიდრე მასთან ერთობის გარეშე ყოველივე ცხოვრებისეულის უხვად ფლობა.
ჯობს, ყველაფერი დაკარგო ქვეყანაზე, ვიდრე დაკარგო იესო ქრისტე; ყველაფრის დაკარგვას იგი ასმაგად გიზღვავს, მისი დაკარგვა კი მთელი სამყაროს დაუფლებითაც კი ვერ ანაზღაურდება
ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია, თუნდაც ნივთიერი თვალსაზრისით ღარიბი იყოს.
ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს: ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს
ისეთი იყავი იესოსთან მიმართებაში, როგორიც გინდა, რომ ის იყოს შენს მიმართ. გსურს, უხვად გადმოღვაროს შენს მიმართ თავისი სიყვარული? მაშ, გაუღე მთელი სისრულით გულის კარი
ამოირჩიე, რა უკეთესია - მთელი სამყარო გაიხადო მტრად, თუ იესო შეურაცხყო?
უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო (კლ. 9, 59, 60)