თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს
თ. 14, 11
ყოველივეს აღსრულების შემდგომაც საკუთარ თავზე უნდა ვთქვათ: “მონანი ვართ უხმარნი” (ლუკა 17.10), - როგორც ბრძანებს უფალი.
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
სიღარიბე კეთილზნეობრივი ადამიანისთვის სიმდაბლის მოხვეჭის საუკეთესო საშუალებაა
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:... იხილეთ სრულად
სიმდაბლე ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა.
სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სიმდაბლეს ეშმაკის ფერფლად ქცევა შეუძლია. სადაც სიმდაბლეა, ეშმაკი იქ ადგილს ვერ პოულობს. და თუ ეშმაკს ადგილი არა აქვს სადმე, იქ არც განსაცდელია.
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობე... იხილეთ სრულად