თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან ... იხილეთ სრულად
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკ... იხილეთ სრულად
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.
მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან.
ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს, ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე, როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში, სასურ... იხილეთ სრულად
ისტორიულადაც მრავალი მაგალითია, როცა უფლის მოიმედე მისი სიმართლით, თავად უფალსვე შუადღის მზესავით ნათელი გაუხდია ადამიანთა წინაშე და სიმდაბლით დამთმენი უმეტეს პატივში აღუდგენია.
ისე მიილტვოდე სიმდაბლისკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ. და ასე, მშვენიერად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას - დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ აღგია... იხილეთ სრულად