ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება.
თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს, დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფევლის დამკვიდრებ... იხილეთ სრულად
რა მოუვათ დაოჯახებულ ადამიანებს? ნუთუ მათთვის ზეციური სასუფეველი დაკარგულია? რასაკვირველია, არა. უფალმა ყველა თავის საქმეზე უწინარეს ქორწინების საიდუმლო დაადგინა, იგი გალილეას კანაში აკურთხა.
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.
როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი ცხონებისა, როცა ჩვენ ყოველ დღე დაწყლულებულ ვიქმნებით ცოდვისაგან და წამალს არავითარს არ ვხმარობთ, სინანულში არ შევდივართ.
მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს.