უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე.
თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის... იხილეთ სრულად
თუ სოკრატე ცხოვრობდა და მოკვდა როგორც ბრძენი, იესო ქრისტე ცხოვრობდა და მოკვდა, როგორც ღმერთი.
ყურადღებით დააკვირდით ქრისტე - ადამიანს და თქვენ უეჭველად დაინახავთ მასში ღმერთს.
ღვთაებრივი მოძღვრის მთელ ისტორიაში ისეთი არაფერია, რაც ზნეობრივ გრძნობებს შეურაცხყოფდა... მთელ მის ცხოვრებას შეიძლება წაეწეროს: "ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო ნებაი ჩემი" (ინ. 4, 34).
იესო ქრისტეს სიბრძნე ისე ჩანს მისი სწავლებიდან, რომ მისი დამტკიცება იგივეა, რაც ვინმე ამტკიცებდეს, რომ მზე ანათებს.
რუსო, მიუკერძოებელი მოწმე, ამბობდა, რომ იესო ქრისტეს პიროვნება არ შეიძლება იყოს გამოგონილი, ვინაიდან ვერ გამოიგონებდნენ მის ქმედებებს.
თუ რკინას ცეცხლში ჩავდებთ, იგი სრულებით გაჯერდება ცეცხლით, თუმცაღა თავად არ იქცევა ცეცხლად, და პირიქით, ცეცხლი ვერ იქცევა რკინად; ასევე იესო ქრისტეში ორივე ბუნებამ (ღვთაებრივმა და ადამიანურმა) შეინარჩუნა თავისი თვისება, დარჩა ისეთ... იხილეთ სრულად