მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტე...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი,...
იხილეთ სრულად
ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი...
იხილეთ სრულად
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვირგვინისათვის, რომელიც მათ ტანჯვის დათმენისათვის ქრისტესაგან მიეცემათ.
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით...
იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით იწყნარებს ყველა მასზე მოწეულ განსაცდელს, როგორც სულის საკურნებელ წამალს, და მოთმინებით შემოსილი ადიდებს და მადლობს უფალს. ბედნიერებაა, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რადგან სხვაგვარად საშინელ სამსჯავრო ჟამს დაფა...