წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მაშასადამე, – მკითხავს მე ვინმე, – გარეგანი თაყვანისცემა, არა ყოფილა საჭირო ღვთისათვის? მაშასადამე, რისთვის გვაქვს ჩვენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, ჩვეულებად პირჯვრის წერა, მუხლის მოდრეკა, გალობა, ხმამაღლა ლოცვის წარმოთქმა? რისთვის ვიმარხავთ, ვდღესასწაულობთ, რათ ვაშენებთ ელესიებს? არა, ძმანო ჩემნო! ესენი ყოველნი დიაღ საჭიროა და კარგია, გარნა მაშინ, როდესაც ამათ თანაუვის სულიერი თაყვანისცემა, ანუ როდესაც ისინი მომდინარეობენ სულიერისა თაყვანისცემისაგან. ესენი უნდა იყვნენ ნიშანნი, გამომაჩინებელნი სულიერის თაყვანისცემისა; მხოლოდ ამით აქვთ მათ ფასი და ღირსება; გარეშე მისა იგინი არიან უსარგებლონი და არა თუ უსარგებლონი, არამედ მავნებელნიცა. ყოველი გარეგანი შენი მოძრაობა უნდა იყოს ნაყოფი და ნაშობი სულიერისა ღვთის თაყვანის ცემისა.
კაცთა მართალთა და წმინდათა უმეტესად უყვარდათ ლოცვა შუაღამეს, ესე იგი იმ წამს, როდესაც ყოველი სულდგმული მოსვენებულია. განა არ შეიძლება, რომ იმ წამს, რომელიც შენ გადადებული გაქვს ლოცვისათვის, რომელმანმე მიზეზმა დაგიშალა კეთილად ლოცვა, ხოლო სხვა დროს, რომელმიც არა გაქვს დანიშნული ლოცვისათვის, ერთმა რომელმანმე შემთხვევამ მოგიყვანა კეთილი გრძნობა და ლმობიერება? მაშინ მიაქციე იმ წამს სული და გული შენი ღვთისადმი.
თემა: დრო ლოცვისათვისავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როდესაც შენ მარხულობ, მაშინ სულიც უნდა იყოს მწუხარე, მარხვასა შენსა ანუ წინა უვიდოდეს, ანუ შეუდგებოდეს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული; თუ არა, მარხვა შენი არის ერთი მხოლოდ ფარისევლობა, ანუ მკვდარი, უსარგებლო ჩვეულების აღსრულება.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ღმერთი კაცისგან მოითხოვს თვით სულსა, გონებასა და გრძნობასა, მისთვის, რომ თვით იგი არის სული: „სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭშმარიტებითა თანააძს თაყვანისცემა მისი“ (იოანე 4. 23–24).
თემა: ღმერთიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა, აზრი, მეცნიერერბა, სურვილი არის უხილავი. მაშასადამე, თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთი უხილავი, საიდუმლო მიქცევა ღვთისადმი თვით სულისა და ყოვლისა მისისა მოქმედებისა, დამორჩილება ღვთისა – გონებისა, აზრისა, გრძნობისა, პატივის ცემა ღვთისა ყოველთა შინაგანითა სულის მოძრაობითა, კრძალვითა, შიშითა, სიყვარულითა, სულის და გულის ღვთისდმი მისწრაფებითა, ანუ მიდრეკილებითა.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება, ძმანო ქრისტიანენო, ამ ქვეყანაში იგივე ბრძოლა არის ცოდვასთან, ეშმაკთან, სოფელთან. თუ ამ ბრძოლაში შეშინდი, უკან დაიწიე, ოდესმე შენც მაცხოვარი გეტყვის: არ გიცნობ, შენ ჩემი სახელი შეარცხვინე, არ იყავი ქრისტიანე. რა შიში, სირცხვილი და ძრწოლა ეწევა ქრისტიანეს, თუ გაიგონა მაშინ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, სატანჯველსა მას საუკუნესა“. ესე განაშოროს ღმერთმა ჩვენგან და ყოველნი ღირს გვყოს სანატრელსა მას ხმასა: „მოვედით ჩემთან, კურთხეულნო, მამისა ჩემისანო“.
თემა: სულიერი ბრძოლაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოება აქვსთ, გარნა, არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი, ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვსთ, ესვენ ღმერთსა, ღვთის განგებით არის ესაო, და თუ მოაკლდა ქვეყნიური სიკეთე, დასუსტდებიან და სრულიად დაეკარგებათ ღმერთზე სასოება.
თემა: ღვთის იმედიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
დიდსა ქალაქსა შინა ანტიოქიისასა იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსაარებელთა წოდებად თავისა თვისსა ქრისტიანედ. ეს იყო ქრიტეს ამაღლების შემდეგ სამის ანუ ოთხის წლის მერმედ, როდესაც მორწმუნენი ფრიად გამრავლდენენ ანტიოქიასა შინა. მას უკან, სხვათაც ყოველთა ქალაქთა შინა და ადგილთა იწყეს მორწმუნეთა ამ სახელის წოდება. მის მერმედ ყოველი უწინდელი და აწინდელი ქრისტეს აღმსაარებელი უწოდებდა და უწოდებს თავის თავს ქრისტიანედ. დიდ არს, ძმანო ჩემნო, და საღმრთო ეს წოდება. არ არის არცა ქვეყანასა ზედა, არცა თვით ცათა შინა ამაზე უდიდესი წოდება. დიდითა და საშინელითა კრძალვითა და მორიდებითა უნდა ვზიდოთ ეს წოდება.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი