ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უად...
იხილეთ სრულად
ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი. დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ...
რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ რო...
იხილეთ სრულად
რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ როდესაც ყოველთა ცოდვათა და ცუდ საქმეთა იგი იქმს ხშირად გულითადი ერთგულებით, ანუ როგორადაც თქმულ არს საღმრთოსა წერილსა შინა: „ბოროტისაგან საუნჯისა გულისა მისისა გამოიღის ბოროტი“.
კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავგამომეტებული, თავგადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა.
თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი სდგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისათა, იგი ანგაარებით იქმს კეთილსა საქმესა. ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის ა...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი სდგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისათა, იგი ანგაარებით იქმს კეთილსა საქმესა. ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის არის, როდესაც ქრისტიანე კაცი კეთილსა იქმს, წმინდად სცხოვრობს, განღვიძებული ღვთის სიყვარულითა და მოყვსის სიყვარულითა.
მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნების...
იხილეთ სრულად
მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნებისა.
ღმერთი არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომელ იგი აღგითქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა, არამედ მისთვის, რომელი იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლითა.
სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯითა, დაუშრეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ; კიდეც უნდა წამოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თა...
იხილეთ სრულად
სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯითა, დაუშრეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ; კიდეც უნდა წამოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თავსა თვისსა.
„ქრისტესთა მათ ხორცნი მათნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით (გალ. 5,24). ჯვარს აცვი ქრისტესთან, ძმაო, ენა შენი ბოროტი, ამაოდ მეტყველი, მგმობელი, ცილისმწამებელი. ხშირად ცოდვის მოძღვარი და ცეცხლის აღმგზნებელი; ჯვარს აცვი თავხედ...
იხილეთ სრულად
„ქრისტესთა მათ ხორცნი მათნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით (გალ. 5,24). ჯვარს აცვი ქრისტესთან, ძმაო, ენა შენი ბოროტი, ამაოდ მეტყველი, მგმობელი, ცილისმწამებელი. ხშირად ცოდვის მოძღვარი და ცეცხლის აღმგზნებელი; ჯვარს აცვი თავხედობა, ამპარტავნება, უგნურება; ჯვარს აცვი შენი ბოროტის მზრახველი გული, მოშურნე, ანგაარი; ჯვარს აცვი ყოველნი შენნი ასონი, მალიად მსრბოლნი და მარჯვენი ცოდვისათვის, ხოლო მედგარნი (ზარმაცნი) და ყრუნი კეთილისათვის. გარნა უმეტეს...
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა ...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა მან მოგვაგო. მან თვისი სიცოცხლე ჩვენ შემოგვწირა, ჩვენც ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცცხლე მას უნდა შევსწიროთ; მისნი უნდა ვიყოთ, მას უნდა დავუსაკუთროთ ჩვენი თავი; ყოველი ნაბიჯი მისდა სადიდებლად უნდა იყოს, ვითარცა იტყვის მოციქული...