თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
უდიდესია თავმდაბლობის სიმაღლე, ღრმაა - ამპარტავნების უფსკრული; და ამიტომაც გირჩევთ, შეიყვაროთ პირველი და არ ჩავარდეთ მეორეში.
თავმდაბალი ცოდვილები კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნების გამო მრავალი წლის შრომას ღუპავენ.
უფალს უყვარს თავმდაბალი ცოდვილი, რომელიც გულით გლოვობს საკუთარ ცოდვებს, და უარყოფს ამპარტავან მართალს, რომელიც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის.
ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა: "უმჯობესია თავმდაბლობით გაიმარჯვო, ვიდრე - ამპარტავნებით".
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება... იხილეთ სრულად
ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით; მრისხანებასაც მრისხანებით კი ვერ დათრგუნავ, არამედ - თავმდაბლობითა და დიდი მოთმინებით.
თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ