ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარი ავგუსტინე სამართლიანად აღნიშნავს: "მოყვარულთათვის შრომა მძიმე არ არის: ის ახარებს მათ, როგორც მხეცებზე, ფრინველებზე მონადირეებს, მეთევზეებს. როცა რაიმე გვიყვარს, ჩვენ ან ვერ ვგრძნობთ შრომას, ან თავად შრომა გვიყვარს.
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუ...
იხილეთ სრულად
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუხარებას ძლევდი.
ვინაიდან ყოვლისშემძლე შემოქმედს თანასწორი არა ჰყავს, ამიტომ ჩვენი სიყვარულის გაყოფა არავისთან უნდა და ჩვენგან მთელ გულს მოითხოვს. არ სურს, რომ ეს სიყვარული ღვთისადმი სრულყოფილ სიყვარულს თუნდაც მცირეოდენ დაბრკოლებად ექცეს.