იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებელია, უფლისადმი ვილოცოთ, რათა მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რომ შევძლოთ, წინ აღვუდგეთ ცოდვას და მისი მონები არ გავხდეთ.
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც და...
ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული. ამ სიყვარულის დამტევნელნი დიდი სულიერი მოღვაწენი არიან, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღმრთეებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით უსაზღვრო ნეტარებას ამქვეყნადვე აღწევენ.
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ...
იხილეთ სრულად
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობელი ქალები, რათა ესწავლათ, როგორ ახერხებდა იგი ქმართან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.- როცა მეუღლე უხასიათოდაა, ცუდ განწყობილებაზე, გაღიზიანებული და რაიმეს არასწორად ამბობს, -...
იესოს გონივრულ ლოცვაშივარჯიშის დროს, ზოგიერთმა გარეგნულმა მეთოდმა შესაძლოა გზას აგცდინოთ. ზოგისთვის ის საჭიროა, ხოლო თქვენ იგი აღარ გჩირდებათ. დრო გავიდა. გულის ადგილი, რომელზეც იქ საუბარია, თქვენ უკვე უნდა იცოდეთ. სხვას არაფერს მ...
იხილეთ სრულად
იესოს გონივრულ ლოცვაშივარჯიშის დროს, ზოგიერთმა გარეგნულმა მეთოდმა შესაძლოა გზას აგცდინოთ. ზოგისთვის ის საჭიროა, ხოლო თქვენ იგი აღარ გჩირდებათ. დრო გავიდა. გულის ადგილი, რომელზეც იქ საუბარია, თქვენ უკვე უნდა იცოდეთ. სხვას არაფერს მიმართოთ, რამეთუ ხვთის საქმე მარტივია: ლოცვა ხომ ყოველგვარი გამოგონების გარეშე, ბავშვის მეტყველებაა მამის წინაშე. უფალმა მოგანიჭოთ ხსნის სიბრძნე!ვისაც ჯერ არ უპოვია გზა შიგნით, საკუთარ თავში, მისთვის წმიდა ადგილების მოხილ...
გონებრივი ლოცვა, ამბობენ, მაცხოვნებელია, მაგრამ ის, სანამ შესწავლისა და შრომის პროცესშია, თავად საჭიროებს აუცილებელ ხელმძღვანელობას, თუ ამ დროს გონებრივ ლოცვას გამოცდილი ხელი არ წარმართავს, უმრავლეს შემთხვევაში გზიდან იხრება.